რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა ნიკოლაი ლევიჩევმა "როსავიაციას" მიმართა წერილით, რუსეთ-თურქეთს შორის ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტოს.
როგორც სააგენტო "რია ნოვოსტი" წერს, ლევიჩევი მიიჩნევს, რომ ამ ზომის შემოღება აუცილებელია, რადგან რუსული თვითმფრინავებისთვის მაღალი ტერორისტული საფრთხე არსებობს.
ლევიჩევი წერილში აღნიშნავს, რომ "თურქიშ ეარლაინსი" ფრენებს მაღალი ტერორისტული საფრთხის ზონაში მდებარე თურქულ ქალაქებში ახორციელებს.
"პარალელურად, ამ აეროპორტებიდან ხორციელდება რეისები სხვადასხვა რუსულ ქალაქში. თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიმართ უარყოფითს ვერ უწოდებ, ამიტომ არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ მებრძოლები თურქეთის აეროპორტებში შეღწევას მოახერხებენ, რაც რუსული თვითმფრინავებისთვის ტერორისტულ საფრთხეს გაზრდის", - ნათქვამია განცხადებაში.