კრემლის განცხადებით, მოსკოვი თურქეთს "სუ-24"-ის ჩამოგდებისთვის სამხედრო რეაგირებით არ ემუქრება, მაგრამ აფრთხილებს, რომ გარდაუვალი შედეგები ამ ფაქტს მოჰყვება.
"რა თქმა უნდა, პრეზიდენტს რაიმე სახის სამხედრო რეაგირებაზე არაფერი უთქვამს. მას ასეთი საუბარი არ დაუშვია, მაგრამ ამასთან ერთად აღნიშნა, რომ თურქეთის ასეთ არამეგობრულ მოქმედებებს გარდაუვალი შედეგები მოყვება", - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.