თურქეთის სამხედრო საჰაერო ძლების მიერ ჩამოგდებული რუსული "სუ-24"-ის ეკიპაჟის ორივე წევრი ცოცხალია და სირიელ ამბოხებულებთან იმყოფებიან. ამის შესახებ "თვითერის" საკუთარ გვერდზე "სი-ენ-ენ"-ის თურქეთის ბიურო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
"ამ დროისთვის მიმდინარეობს ძალისხმევა მფრინავების გასათავისუფლებლად", - ნათქვამია ინფორმაციაში.
თურქული მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორივე მფრინავი ცოცხალია და სირიელებს ჰყავთ აყვანილი. მათივე ცნობით, რუსი მფრინავების თურქეთში გადაყვანა იგეგმება.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავიდან კატაპულტირებული მფრინავები დაიღუპნენ.