რუსული "სუ-24"-ის ჩამოგდების ფაქტის კომენტირებისას, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი საჰაერო სივრცე.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა და თურქეთმა უნდა განიხილონ ინციდენტი, რომელიც თვითმფრინავის ჩამოგდებას უკავშირდება და უნდა მიიღონ ზომები, რათა არ დაუშვან ესკალაცია.
"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, რომ რუსეთმა და თურქეთმა დაიწყონ ერთმანეთთან საუბარი და გაარკვიონ, კონკრეტულად რა მოხდა და მიიღონ ზომები, რათა არ დაუშვან მომდევნო ესკალაცია. თურქეთს, ისევე, როგორც ნებისმიერ ქვეყანას, გააჩნია უფლება დაიცვას თავისი ტერიტორია და საჰაერო სივრცე", - განაცხადა ბარაქ ობამამ.