რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, რუსეთის კუთვნილი ვერტმფრენი ანტისატანკო რაკეტით იქნა ჩამოგდებული.
ინფორმაცია ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ სააგენტო „Reuters“-ი სირიაში ადამიანის უფლებათა დაცვის ობსერვატორიიდან მიაწოდეს.
„სირიის პრეზიდენტის წინააღმდეგ მებრძოლ ამბოხებულებთა ერთმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ვერტმფრენი ანტისატანკო რაკეტით ჩამოაგდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსული სამხედრო მოერიშის ჩამოგდების შემდეგ, რუსეთმა კატაპულტირებული მფრინავების მოსაძებნად სამაშველო ვერტმფრენები გაგზავნა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვეტმფრენი, რომელიც სირიელმა ამბოხებულებმა ჩამოგდეს, სწორედ აღნიშნული სამაშველო ვერტმფრენია.