ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ კანდიდატს, რომელმაც დაამტკიცა, რომ პროკურატურა იყო და რჩება პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკური ანგარიშორების იარაღად , - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის წარდგენას.
"ნაციონალური მოძრაობა" უმცირესობის ფორმატში შოთაძის მოსასმენად ემზადება.
"მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის წარდგენას ველოდით. ეს ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა ყველას, ვისაც შეხება აქვს პროკურატურასთან. ბოლო ორი წლის განმავლობაში რეალურად შოთაძე იყო მთავარი პროკურორი და ბადაშვილი მხოლოდ დეკორაციის ფუნქციას ასრულებდა. ის, რომ ყველა გამოკითხვით პროკურატურა გახდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახელგატეხილი უწყება, რომელიც საზოგადოების ყველაზე დაბალი ნდობით სარგებლობს, ეს დიდწილად შოთაძის დამსახურებაა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით ბაქრაძემ.
მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა პარლამენტს დღეს წარედგინა.