იმედი მაქვს, პროკურატიურის წინაშე არსებულ გამოწვევებს ირაკლი შოთაძე პასუხს გასცემს

იმედი მაქვს, პროკურატიურის წინაშე არსებულ გამოწვევებს ირაკლი შოთაძე პასუხს გასცემს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის შეფასებით, მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი ირაკლი შოთაძე მოტივირებულია.

კობახიძე შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს და იმედს გამოთქვამს, რომ პასუხისმგებლობას თავს გაართმევს.

"როდესაც პარლამენტი მთავარი პროკურორობის კანდიდატს ირჩევს, ეს ამ თანამდებობაზე მყოფ პირს მეტ დამოუკიდებლობას სძენს. იმედი მაქვს, ეს არჩევანი იქნება საკმაოდ სწორი და ის გამოწვევები, რაც პროკურატურის წინაშეა, საქმეები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ათეულობით, თუ ათასობით საჩივრებს ეფუძნება, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას ეხება, რომლებსაც კონკრეტული ინტერესები აქვთ, პასუხგაცემული იქნება. ამ ყველაფერში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მთავარ პროკურორს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მანანა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, პროკურატურის სისტემაში აუცილებელი იქნება პროფესიული, კვალიფიციური, დამოუკიდებელი კადრების მოძიება.

მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა პარლამენტს დღეს წარედგინა.