საფრთხეები მოსალოდნელია, ყოველთვის უარესზე უნდა გავთვალოთ, რომ უკეთესი გამოგვივიდეს

საფრთხეები მოსალოდნელია, ყოველთვის უარესზე უნდა გავთვალოთ, რომ უკეთესი გამოგვივიდეს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე "ისლამური სახელმწიფოს" სახელით საქართველოსადმი გავრცელებულ ვიდეომიმართვას პროვოცირების მცდელობად აფასებს.

როგორც სანიკიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ვიდეომიმართვაში გაკეთებული განცხადებები არის იაფფასიანი და ზედაპირული, რომელიც გამიზნულია პანიკის დასათესად. მისივე თქმით, სახელმწიფო და საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად და მშვიდად.

"ტერორიზმის საფრთხის კუთხით საქართველო გამონაკლისი არ არის. როგორც ჩანს, ჩვენ ტერორისტების პრიორიტეტებში არ ვართ, თუმცა არავინ იცის, მათ რა გეგმები აქვთ. ჩვენ ორი რამ მოგვეთხოვება – პირველ რიგში, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პანიკა და მეორე, აუცილებელია სიფხიზლე. ჩემი მონაცემებით, სახელმწიფო სისტემა – შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეცსამსახურები საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ეფექტურად მუშაობენ და ფხიზლად არიან. ასევე უნდა, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების საკითხია. უნდა ვიყოთ მშვიდად და ფხიზლად. საფრთხეები მოსალოდნელია, ყოველთვის უარესზე უნდა გავთვალოთ, რომ უკეთესი გამოგვივიდეს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გუბაზ სანიკიძემ.