საფრანგეთში ებრაელი ბიზნესმენი არკადი გაიდამაკი დააპატიმრეს. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" გაიდამაკის ადვოკატ პოლ კლუგმანზე დაყრდნობით იტყობინება.
კლუგმანის ინფორმაციით, გაიდამაკი პარიზის ჟანდერმერიაში თავად მივიდა და საკუთარი ნებით ჩაბარდა.
გაიდამაკი 1993-1998 წლებში ანგოლსთვის უკანონო იარაღის მიყიდვის - ე.წ. "ანგოლგეითის" საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. გამოძიების თანახმად, ანგოლას ხელისუფლებამ სამოქალაქო ომის დროს ფრანგ ბიზნესმენს პიერ ფალკონს მიმართა, რომელმაც გაიდამაკთან ერთად ამ აფრიკულ ქვეყანას 790 მილიონი აშშ დოლარის იარაღი მიყიდა.
2009 წელს სასამართლომ გაიდამაკს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, 2011 წელს კი, პარიზის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის ვადა სამ წლამდე შეუმცირა.