ნატო რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო საგანგებო სხდომას გამართავს

ნატო რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო საგანგებო სხდომას გამართავს

ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაცია დღეს ბრიუსელში საგანგებო სხდომას გამართავს.

დასავლური მედია ამის შესახებ მოკლე ინფორმაციას ავრცელებს. The Associated Press-ი წერს, რომ „ნატო საგანგებო შეხვედრას გამართავს დღეს, ბრიუსელში თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით“.

სააგენტო „ფრანს-პრესი“ კი იტყობინება, რომ „ნატო წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს საგანგებო შეხვედრისკენ მოუწოდებს“.

შეგახსენებთ, რომ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, თურქეთის ავიაციამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 თურქეთ-სირიის საზღვართან ახლოს ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი უშუალოდ სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მას თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.

გავრცელებული ინფორმაციით, პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოიერიშეს ერთ-ერთი პილოტი გარდაიცვალა.

თურქეთის პრემიერმა აჰმედ დავითოღლუმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ფერდინანდ სინირლიოგლუს რუსული სუ-24 ჩამოგდებაზე ნატო-ს, გაერო-სა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების გამართვა დაავალა.