სირიის ამბოხებულთა არმიის წარმომადგენლებმა, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ იბრძვიან და რომელთა პოზიციებს რუსეთის ავიაცია ბომბავს, სუ-24-ის მეორე პილოტის გარდაცვალებაზე საუბრობს.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „Twitter“-ში, მიმომხილველმა, ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების საკითხებში ბრუკინგსის ინსტიტუტის ექსპერტმა, ჩარლზ ლესტერმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, თურქეთის ავიაციამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 თურქეთ-სირიის საზღვართან ახლოს ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი უშუალოდ სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მას თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.