კომპანია „2X2“ 8 დეკემბერს გაიხსნება და მომხმარებელს აუქციონით უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას შესთავაზებს.
როგორც კომპანიის დამუძნებელმა, მიხეილ კვეტენაძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, აღნიშნული კომპანია მოემსახურება როგორც ბროკერებს, ასევე, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებულ ადამიანებს.
„2X2“-ის იდეა არის ახალი, ინოვაციური მეთოდებით უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ამ ინოვაციურ მეთოდს წარმოადგენს აუქციონი, აუქციონის ორგანიზება. ჩვენ გახლავართ აუქციონის ორგანიზატორი კომპანია, რომელიც ვემსახურებით როგორც ბროკერებს, ასევე ბროკერების მეშვეობით უძრავი ქონების გამყიდველებს და მყიდველებს ვაძლებთ საშუალებას, აუქციონის მეშვეობით იყიდონ უძრავი ქონება, რომლითაც მათ შეუძლიათ დაიკმაყოფილონ ყველა სურვილი - იყიდონ სწრფად, იყიდონ იაფად, იყიდონ სწორედ იმ დროს, რა დროსაც მათ უძრავი ქონება სჭირდებათ. აღნიშნული იდეის გარშემო უკვე 1 წელია მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ ვიკვლევთ ბაზარს, ვიკვლევთ მომხმარებლის ქცევას, ვიკვლევთ არსებულ მეთოდებს, რა მეთოდები დღესდღეობით ბაზარზე არსებობს და ყველა ამ კვლევის საფუძველზე მომხმარებლებს ვთავაზობთ დახვეწილ, მოწესრიგებულ აუქციონს, რომლის საშუალებით მათ შეეძლებათ თავიანთი სურვილების დაკმაყოფილება“, - განაცხადა კვეტენაძემ.
მიხეილ კვეტენაძის თქმით, e-auction.ge არ არის მათი კონკურენტი და არც პარტნიორი.
„e-auction”-ის სეგმენტი არის სრულიად განსხვავებული, ის არის სახელმწიფო დაწესებულება, მისი ამოცანები განსხვავებულია, ჩვენ მომხმარებელს ბევრად უფრო საინტერესო პროდუქტს ვთავაზობთ ვიდრე e-auction-ი“,-აღნიშნა კვენეტაძემ.
მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლები იცნობენ უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ პრობლემებს, რომელთა უმრავლესობა აღნიშნული აუქციონის მეშვეობით გადაწყვეტილი იქნება.
კვენეტაძის განმარტებით, მომხმარებელს, რომელიც უძრავ ქობნებას ყიდულობს, შეუძლია დარეგისტრდეს „2X2. ge"- ზე რამდენიმე წუთის განმავლობაში და რეგისტრაციის შემდეგ, მას შეეძლება ვაჭრობის პროცესში ჩაერთოს.
„მაგრამ მომხმარებლები, რომელთაც უძრავი ქონების გაყიდვა სურთ, მათ აუცილებლად უნდა მიმართონ კვალიფიცირებულ ბროკერს, რომელიც კვალიფიციურად გამოიტანს ბაზარზე მათ უძრავ ქონებას. მყიდველი იხდის მხოლოდ აუქციონში მონაწილეობის საფასურს, გამყიდველი საკომისიო ვალდებულებისგან გათავისუფლებულია. ასევე საკომისიოს იხდის მხოლოდ ნაკლებად კვალიფიციური ბროკერი, ხოლო ბროკერი, რომელიც დააგროვებს ქულებს და გახდება ვარსკვლავის მფლობელი, ის გათავისუფლებული იქნებიან საკომისიო გადასახადებისგან“, - განაცხადა კომპანია „2X2“-ის დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, კომპანია „2X2“-ის ვებგვერდის 2X2.ge-ს პრეზენტაცია 8 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც, აღნიშნული სერვისებით სარგებლობა შეეძლებათ, როგორც ბროკერებს, ასევე, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის მსურველებს.