მთავრობამ პარლამენტს მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა ოფიციალურად წარუდგინა. საკითხზე გადაწყვეტილებას პარლამენტი სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის განმავლობაში მიღებს.
როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, მთავრობის წარდგინება პარლამენტში 19 ნოემბერს შევიდა. გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს კანონი სამკვირიან ვადას აძლევს, თუმცა აღინიშნა ისიც, რომ მთავრობა საკითხის განხილვას პარლამენტისგან მიმდინარე კვირის განმავლობაში ითხოვს. ბიუროს გადაწყვეტილებით, ირაკლი შოთაძის მოსმენა მიმდინარე კვირას კომიტეტებში გაიმართება. ასევე, მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა როგორც უმრავლესობამ, ასევე უმცირესობამ. სავარაუდოდ, საკითხი დასამტკიცებლად პარლამენტში მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე გავა.