რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ პუტინი რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას იორდანიის მეფე აბდალა II-სთან შეხვედრაზე გააკეთებს.
"პრეზიდენტმა ამას შესაძლოა შეფასება მისცეს", - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი თქმით, შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებების გაკეთება ნაადრევია.
დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი წინასწარ გააკეთებს განცხადებას, თუ პუტინი უშიშროების საბჭოს სხდომას მიიწვევს. მანამდე, თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს.