ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის დაკავებულ დავით ბორჩაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მიიღო. როგორც ადვოკატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურორების შუამდგომლობა და დაეყრდნო საფუძველს, რომ არსებობდა დავით ბორჩაშვილის მიმალვის საფრთხე, ასევე მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელისშეშლის საფრთხე.
დავით ბორჩაშვილის სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით ბრალი აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას და მის საქმიანობაში მონაწილეობას ითვალისწინებს.
წინასასამართლო სხდომა 13 იანვარს DDდაინიშნა, საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს.
29 წლის დავით ბორჩაშვილი ორი დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტიული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტორილისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.