რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა. ოფიციალური ანკარა და მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში შექმნილი ვითარების განიხილვას გეგმავენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თურქეთში ვიზიტი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიგეგმა, თუმცა, ვიზიტის გაუქმების შესახებ ცნობა ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა. ამ ეტაპზე კრემლი სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.