თურქმა სამხედროებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ მანამ, სანამ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, თურქეთი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავ სუ-24 ჩამოადგებდა, მისი გაფრთხილება რამდენჯერმე მოხდა.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინიტრო აცხადებს, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავი უშუალოდ სირიის ტერიტორიაზე დაფრინავდა და თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.
შეგახსენებთ, რომ საჰაეროს სივრცის დარღვევის გამო, თურქეთის ავიაციამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 თურქეთ-სირიის საზღვართან ახლოს ჩამოაგდო.