რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, თურქეთი ნატო-სთან კონსულტაციებს იწყებს

რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, თურქეთი ნატო-სთან კონსულტაციებს იწყებს

თურქეთის პრემიერმა აჰმედ დავითოღლუმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ფერდინანდ სინირლიოგლუს რუსული სუ-24 ჩამოგდებაზე ნატო-ს, გაერო-სა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების გამართვა დაავალა.

თურქეთის პრემიერის დავალებით, ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ნატო-ს, გაერო-ს და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციები სირიის საზღვართან არსებული სიტუაციის შესახებ უნდა გამართოს.

შეგახსენებთ, რომ საჰაეროს სივრცის დარღვევის გამო, თურქეთის ავიაციამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 თურქეთ-სირიის საზღვართან ახლოს ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი უშუალოდ სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მას თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.