როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, თურქეთ-სირიის საზღვართან ჩამოგდებული თვითმფრინავი Су-24 უშუალოდ სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
სამხედრო უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ფაქტი კონტროლის მექანიზმებით არის დაფიქსირებული.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული გამანადგურებელი Су-24 სახმელეთო იერიშის შედეგად ჩამოვარდა.
„თვითმფრინავი 6 ათასი მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. მფრინავების ბედი ზუსტდება. წინასწარი მონაცემებით, მათ კატაპულტირება მოასწრეს“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.