რუსეთის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი Cу-24, საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, F-16 ტიპის თურქეთის ავიაგამანადგურებლებმა სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვართან ახლოს ჩამოაგდეს.
ტელეკომპანია "CNN Turk“-ის ცნობით, პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს.
იერიშის დროს, თვითმფრინავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა და სირიის ტერიტორიაზე, ბაირბუკჟაკის რაიონში ჩამოვარდა.