ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი იმედოვნებს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება.
ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ ველოდებით ევროკავშირის ანგარიშს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. რამდენადაც ჩვენ ვხედავთ თვალნათლივ საქართველოს პროგრესს, იმედი მაქვს, რომ ალბათ ამგვარი ტიპის გადაწყვეტილებები იქნება პოზიტიური, ჩემი ქვეყანა არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ დაეხმაროს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროგრამის განხორციელებაში. მე ვფიქრობ, არ არის არავითარი მიზეზი იმის, რომ დაყოვნდეს პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება ამ კუთხით. ჩვენ დავინახეთ, თუ რაოდენ დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველომ, რომელიც ამისთვის არის საჭირო და ევროპამაც თავისი დანაპირები უნდა შეასრულოს", - განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს რეფორმების პროცესი სხვადასხვა მიმართულებით.