საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე „პირWელთან“ საუბარში აცხადებს, რომ ISIS-ის ქართული არხით გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეოების მასობრივი ტირაჟირებით, საზოგადოება უფრო იძაბება
ქამაშიძის განცხადებით, ასეთი ადამიანები, რომლებიც ვიდეოში ფიგურირებენ შეიძლება კიდევ გამოჩდნენ.
„ისლამი გმობს ყოველგვარ ძალადობას. მიმაჩნია, რომ რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს მედია ამ ვიდეობის გავრცელებას, ეს კარგი იქნება. საზოგადოებას გავრცელებული ვიდეობით უფრო ვძაბავთ. ასეთი ვიღაცები შეიძლება კიდევ გამოჩდნენ, მეტი ყურადღება გვამრთებს და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, ვიმუშავოთ ამ მიმართულებით. გავრცელებულ ვიდეოში მხოლოდ ერთი ადამიანი ვიცანი, ვერ წარმოვიდგენდი თუ ის ასეთ განცხადებას გააკეთებდა, ის ძალიან განათლებული და ნიჭიერი ბიჭი იყო“, - აცხადებს ქამაშიძე.
შეგახსენებთ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ქართულენოვან საინფორმაციო გვერდზე, "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა ქართულ ენაზე ახალი მიმართვა გაავრცელეს.