ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ეგვიპტის ქალაქ ელ-არიშში, ერთ-ერთ სასტუმროში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი დაიღუპა, 12 ადამიანი კი დაშავდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
სააგენტო „Reuters“-ის ცნობით, სასტუმროში დაბინავებულები იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც ეგვიპტეში, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას ადევნებდნენ თვალს.