ფრანგულმა გამანადგურებლებმა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლო ფრენა "შარლ დე გოლის" ავიამზიდიდან განახორციელეს
ფრანგულმა გამანადგურებლებმა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის ფარგლებში, პირველი საბრძოლო ფრენა "შარლ დე გოლის" ავიამზიდიდან განახორციელეს. ამის შესახებ "ბიბისი" საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
Rafale-ს ოთხი გამანადგურებლის სამიზნე "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. დედაქალაქი, სირიაში მდებარე ქალაქი რაყა გახდა, სადაც ინფრასტრუქტურული ობიექტები განადგურდა.
საფრანგეთმა "შარლ დე გოლის" ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვაში 13 ნოემბერს განხორციელებული ტერაქტების შემდეგ გააგზავნა. "ბიბისი" აღნიშნავს, რომ სისხლიანი ტერაქტების შემდეგ ფრანგულმა მხარემ "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე ავიადარტყმები გაახშირა.