პარიზის გარეუბანში ე.წ. შაჰიდის ქამარი იპოვეს

პარიზის გარეუბანში ე.წ. შაჰიდის ქამარი იპოვეს

პარიზის მონრუჟის გარეუბანში ე.წ. შაჰიდის ქამარი იპოვეს. როგორც პოლიცია იტყობინება, საეჭვო საგანი მენაგვემ ნაგვის ურნაში აღმოაჩინა. სააგენტო "როიტერი" წერს, რომ ქამარი სწორედ იმ ადგილას იპოვეს, სადაც 13 ნოემბერს სამართალდამცველებმა ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალაჰ ამდესლამის მობილური ტელეფონის სიგნალი დააფიქსირეს. 
როგორც სააგენტო "ესოშიეთიდ პრესი" პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, ნაპოვნი ქამარი იმ ასაფეთქებელი მოწყობილობით იყო აღჭურვილი, რომელიც ტერორისტებმა 13 ნოემბრის ტერაქტების დროს გამოიყენეს. 
ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ე.წ.შაჰიდის ქამარი სავარაუდოდ, სალაჰ აბდესლამს ეკუთვნის, რომელიც თავის აფეთქებას 13 ნოემბერს აპირებდა. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო მან ამ გეგმაზე უარი თქვა. 
პარიზში მომხდარი ტერაქტების შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა, 350-ზე მეტი კი დაშავდა.