ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონის რეჟიმი გაახანგრძლივეს

ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონის რეჟიმი გაახანგრძლივეს

ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონის რეჟიმი ერთი კვირით გაახანგრძლივეს. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა განაცხადა. 
მისი ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან სკოლები და მეტროპოლიტენი მუშაობას განაახლებენ. მიშელის თქმით, ტერორისტების პოტენციურ სამიზნედ კვლავ რჩება საჯარო თავშეყრის ადგილები, მათ შორის სავაჭრო ცენტრები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 
30 ნოემბერს გაიმართება ბელგიის ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა, რა დროსაც გადაწყდება, გახანგრძლივდება თუ არა კიდევ  უმაღლესი ტერორისტული საფრთხის რეჟიმი.