აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს "მზარდი ტერორისტული საფრთხეების" შესახებ აფრთხილებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს "მზარდი ტერორისტული საფრთხეების" შესახებ აფრთხილებს. უწყებამ სპეციალური რეკომენდაცია გამოაქვეყნა იმ ამერიკელებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან. 
რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ ისეთი ექსტრემისტული დაჯგუფებები, როგორიცაა "ისლამური სახელმწიფო", "ალ ქაიდა", "ბოკო ჰარამი" და სხვა, სხვადასხვა რეგიონში თავდასხმებს გეგმავენ.
გაფრთხილება საფრთხის შესახებ მომავალი წლის 24 თებერვლამდე იქნება ძალაში. 
ამერიკელებს მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ საჯარო თავშეყრის ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებებში.
ბოლოს მსგავსი გაფრთხილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2014 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, როდესაც ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში თავდასხმების სერია განხორციელდა.