ათენში, პარლამენტის შენობასთან ახლოს აფეთქება მოხდა

ათენში, პარლამენტის შენობასთან ახლოს აფეთქება მოხდა

ათენის ცენტრში, პარლამენტის შენობის სიახლოვეს აფეთქება მოხდა. პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ასაფეთქებელი მოწყობილობა საბერძნეთის მეწარმეთა ფედერაციის შენობასთან აფეთქდა. 
ბოლო თვეებია საბერძნეთში, მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გასაპროტესტებლად, მასობრივი აქციები იმართება. "ბიბისი" აღნიშნავს, რომ საბერძნეთში თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს ხშირად რადიკალი მემარცხენეები და ანარქისტები იყენებენ. 
სააგენტო "როიტერი" აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს გახდა პირველი მსგავსი შემთხვევა.