ნინო გიორგობიანი მედიას მიმართავს

ნინო გიორგობიანი მედიას მიმართავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მედიისთვის მიმართვას ავრცელებს.

ნინო გიორგობიანი მიმართავს მასმედიის წარმომადგენლებს, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელს ნუ შეუწყობენ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული, მუქარის შემცველი ვიდეომასალის ტირაჟირებას.

"მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოგიწოდებთ და მოგმართავთ თხოვნით, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელს ნუ შეუწყობთ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული, მუქარის შემცველი ვიდეომასალის ტირაჟირებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ. ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ვიდეომასალებთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია", - აცხადებს ნინო გიორგობიანი