ჯონ ქერი - აშშ

ჯონ ქერი - აშშ "ისლამური სახელმწიფოს" სწრაფად ლიკვიდაციისთვის ახალ გზებს ეძებს

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის განცხადებით, აშშ ეძებს ახალ სამხედრო, კონტრტერორისტულ და დიპლომატიურ გზებს დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სწრაფად ლიკვიდაციის გადასაწყვეტად. ამის შესახებ "ასოშიეითიდ პრესი" იუწყება.
"მთავარი საკითხია "ისლამური სახელმწიფოს" განადგურება სირიასა და ერაყში. ვისურვებდი, რომ ჩვენი ოპერაცია უფრო სწრაფად მიმდინარეობდეს. პრეზიდენტს სურს, რომ ოპერაცია დაჩქარდეს", - აღნიშნა ჯონ ქერიმ.
მისივე თქმით, ბარაქ ობამა მთავრობასთან ერთად მუშაობს ახალი კონცეფციის შესაქმნელად "ბოევიკებთან" ბრძოლის დასაჩქარებლად. ქერის ინფორმაციით, ზოგიერთ მათგანზე მუშაობა ამერიკის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ პარიზის ტერაქტებამდე დაიწყო, ზოგიერთზე კი ამ ტერაქტების შემდეგ. თუმცა, ჯონ ქერის არ დაუკონკრეტებია "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის რა სტრატეგია მუშავდება.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ, ისევე, როგორც სხვა ქვეყნები, არ აპირებს მიწისზედა ოპერაციების განხორციელებას სირიაში. ის შესაძლებლად მიიჩნევს რუსეთთან თანამშრომლობას, მაგრამ გარკვეულ პირობებში.