ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინის პერსონალის ნაწილი სახლიდან მუშაობს, გაუქმდა ვიზიტების ნაწილი. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, ბრიუსელში ევროკავშირის უწყებების შენობები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა აყვანილი, ობიექტებს სამხედროები იცავენ.
სასწავლო დაწესებულებების, საბვშვო ბაღებისა და მეტროპოლიტენის გარდა, ბრიუსელში დაკეტილია ყველა მსხვილი სავაჭრო ცენტრი, უამრავი მაღაზია, გასართობი დაწესებულებები, ბიბლიოთეკები, სტადიონები და ბასეინები.
ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, მეოთხე დონე შაბათიდან მოქმედებს.