პარიზის ტერაქტების გამოძიების ფარგლებში, ბრიუსელსა და ლიეჟში ხუთი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ბელგიის ფედერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
"დღეს დილით ბრიუსელისა და ლიეჟის რეგიონებში ჩატარდა ხუთი დამატებითი ჩხრეკა. დაკვებულია 5 ადამიანი", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, ბოლო ორი დღის განმავლობაში ბელგიაში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 21 ადამიანი დააკავეს.