პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ოპერის მომღერალ, „საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელ პაატა ბურჭულაძის შეხვედრაზე საუბარი პოლიტიკაზეც იქნებოდა.
როგორც საყვარელიძე აღნიშნავს ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი-ბურჭულაძის შეხვედრა და საუბარი არ ნიშნავს ავტომატურად, რომ მათ შორის ალიანსი და თანხმობაა.
„მეც მეეჭვება, რომ სააკაშვილსა და ბურჭულაძეს შორის პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილიყო. თუნდაც იმიტომ, რომ თავად სააკაშვილი არის ისე ინტენსიურად დაინტერესებული ქართული პოლიტიკით. ეს არაერთხელ ვნახეთ. ალბათ, ამ შემთხვევაშიც, ამ ინტერესს გამოავლენდა. პოლიტიკაზე საუბარი რომც ყოფილიყო, არ არის აუცილებლად სავარაუდო, რომ ეს საუბარი ნიშნავს დავუშათ ალიანსს, თანხმობას, პარტნიორობას სააკაშივლსა და ბურჭულაძეს შორის. საერთოდ, ამ ტიპის კონსულტაციებამდე პოლიტკოსებს აქვთ ხოლმე ჩამოყალიბებული პოზიცია იმაზე, ვისგან მიიღონ და ვისგან არა კონსულტაციები. თუ აქ შეთხვევითი შევხედრა იყო და არა გამიზნული კონსულტაცია, მაშინ ორი ადამიანი შეხვდა ერთამანეთს და ხომ არ გაექცეოდა. რაც შეეხება გამიზნულ კონსულტაციას, ყველა ახალ პარტიას და მათ შორის ბურჭლაძის პარტიასაც ვურჩევდი, რომ იქამდე, სანამ კონსულტაციებს დაიწყებენ, გადაწყვიტონ, ვისგან უნდათ ამის მიღება, რომ რაღაც პოლიტიკური პოზიცია ჰქონდეთ პოლიტიკურ სივრცეში შემოსვლისას. კონსულტაცია კი ამ პოზიციის კორექცია იყოს მხოლოდ. კონსულტაციებიდან თუ იწყება პოლიტიკაში მოსვლა, ეს უბრალოდ შეთანხმებაა იმაზე, რომ „მე შემოვალ და თქვენ ნურაფერს მიზამთ“, - აღნიშნა ექსპერტმა.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ოპერის მომღერლის, პაატა ბურჭულაძის შეხვედრის ამსახველ ფოტოს გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს და აგვისტოში მათი შეხვედრის შესახებ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, „საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ახალი მოძრაობა ჩამოაყალიბა, მიხეილ სააკაშვილს ოდესაში შეხვდა. ფოტოზე მათთან ერთად გადაღებულია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გია ბარამიძე, რომელიც გამოცემასთან საუბარში აღნიშნულ შეხვედრას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ოდესაში გამართული კონცერტის შემდეგ მსოფლიო ბანმა სადილი გამართა, სადაც სააკაშვილიც იმყოფებოდა, მაგრამ მათ პოლიტიკაზე არ უსაბრიათ.
როგორც „პირWელისთვის“ გახდა ცნობილი, აღნიშნული ფოტო გადაღებულია ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში ოდესის აეროპორტის ახლოს, რესტორან „ხიჟინა“-ში.