დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონის განცხადებით, მისი ქვეყანა საფრანგეთს, ავიაიერიშების განსახორციელებლად, კვიპროსში მდებარე ავიაბაზას დაუთმობს.
ამის შესახებ დევიდ კემერონმა საფრანგეთის მეთაურთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა. მოლაპარაკებებზე ბრიტანეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საფრანგეთის გეგმებს სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართებაში.
გარდა ამისა, კემერონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უნდა შეუერთდეს ტერორისტების წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას.
შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტების სერიის შემდეგ, საფრანგეთმა სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა.