ბელგიაში ანტიტერორისტული ოპერაცია არ დასრულებულა

ბელგიაში ანტიტერორისტული ოპერაცია არ დასრულებულა

ბელგიაში ანტიტერორისტული ოპერაცია არ დასრულებულა. რეიდებში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ტარდება, 1 000-მდე სპეცსამსახურების თანამშრომელი, პოლიციელი და სამხედრო მონაწილეობს.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იან იამბონმა განაცხადა.

ანტიტერორისტული ოპერაცია ბელგიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ პარიზის ტერაქტების შემსრულებელთა ნაწილი ბრიუსელში ცხოვრობდა.

გუშინ, რეიდების დროს პოლიციელებმა 16 ადამიანი დააკავეს, თუმცა ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი ვერ იპოვეს.

ბელგიაში კვლავ მოქმედებს ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, მეოთხე დონე.