ტერაქტების საფრთხის გამო, ევროკავშირმა სხდომა გადადო

ტერაქტების საფრთხის გამო, ევროკავშირმა სხდომა გადადო

ტერორისტული აქტების საფრთხის მაღალი დონის გამო, ევროკავშირის საბჭომ 23 ნოემბერს დაგეგმილი მეორეხარისხოვანი ღონისძიებები და სხდომები გადადო.

ინფორმაცია სხდომების გადადების შესახებ საბჭოს შესაბამის კომუნიკეშია გამოქვეყნებული.

„საფრთხის მაღალი დონის გამო, საბჭოს ხელმძღვანელობამ გენერალურ მდივანთან კონსულტაციის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდეს. მიუხედავად ამისა, განათლების, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის საკითხების, ასევე, ევროჯგუფისა და მაღალი თანამდებობის პირების სხდომები შეზღუდული რაოდენობის გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საფრთხის დონე „ყვითლიდან“ „ნარინჯისფრამდე“ გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ უსაფრთხოების გარკვეული ზომები დამატებით კიდევ იქნება შემოღებული, რომელიც 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტების სერიიდან გამომდინარე, 16 ნოემბრის შემდეგ მოქმედებს.