ოკუპანტებმა წმინდა გიორგის ეკლესიიდან 3 ადამიანი გაიტაცეს

ოკუპანტებმა წმინდა გიორგის ეკლესიიდან 3 ადამიანი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ აძვის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიიდან სამი ადამიანი გაიტაცეს.

არსებული ინფორმაციით, დავით გულიტაშვილი, ზურაბ კორინთელი და გიორგი გოგიაშვილი ტაძარში გიორგობის აღსანიშნავად ოჯახებთან ერთად იმყოფებოდნენ.

ოკუპანტებმა თავდაპირველად ეკლესიაში მყოფი ყველა პირი დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით ბავშვები და ქალები გამოუშვეს, 3 მამაკაცი კი გაიტაცეს. დაკავებულები სავარაუდოდ ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.