“საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი, უძრავად დგას”

“საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი, უძრავად დგას”

უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში სახელს აშკარად ამართლებს და "უძრავად" დგას. დგას ის სიტყვა არ არის, რომელიც რეალურად არსებულ სიტუაციას შეესაბამება. ბაზარი თაღლითების სათარეშო არენად არის ქცეული, რასაც საბოლოოდ დაზარალებულ მოქალაქეთა არმია და უსახლკაროდ დარჩენილი ხალხის რიცხოვნობის ზრდა მოაქვს.

და მაინც, რა არის იმის მიზეზი, რომ ბაზარი ასეთი ქაოტურია? პირველ რიგში ის, რომ არ არსებობს ცნება სერთიფიცირებული ბროკერი. მეორე რიგში ის, რომ არ არსებობს ერთიანი ბაზა, სადაც ელემენტარულად ხელმისაწვდომი იქნება, თუ სად რა და როგორ იყიდება. არ არსებობს დაზარალებულ ადამიანთა ზუსტი რიცხვი და ხმოლოდ იმას თუ დავეყრდნობით, რომ სასამართლოებში შესული საჩივრების მესამედზე მეტი სწორედ უძრავი ქონებით დაზარალებულებზე მოდის.

თითქმის ყველა სფეროში, ევროპული თუ ამერიკული ბაზრიდან გადმოვიღეთ ბევრი რამ, მაგრამ უძრავი ქონების ბაზარი თითქოს ჯადოსნურ წრეში ტრიალებს, მას ვერ თუ არ ეკარებიან. ამ ყველაფერს კი სავალალო შედეგები მოაქვს და ეს თითოეულმა ადამიანმა იცის, რადგან თავად თუ არ დაზარალებულა, მის გვერდით აუცილებლად იქნება ისეთი ადამიანი, ვინც თაღლითების მსხვერპლი გამხდარა. ვერ გეტყვით, როდემდე გაგრძელდება ეს, მაგრამ ფაქტია, რომ ბაზარზე ეს ნიშა თავისუფალია. უბრალოდ კოლოსალური სამუშაო იქნება ჩასატარებელი და სამუაო არამარტო ერთიანი ბაზის შესაქმნელად, არამედ ადამიანთა ნდობის მოსაპოვებლადაც.