ირანში

ირანში "ვაშინგტონ პოსტის" კორესპონდენტი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს

ირანში "ვაშინგტონ პოსტის" კორესპონდენტი ჯეისონ რეზაიანი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს. როგორც "ბიბისი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, განაჩენის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

39 წლის რეზაიანი, რომელსაც აშშ - ისა და ირანის მოქალაქეობა აქვს, თეირანში "ვაშინგტონ პოსტის" ბიუროს 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა. 2014 წლის ივლისში ის, მეუღლესთან და თეირანში მომუშავე კიდევ ორ ამერიკელ ფოტოგრაფთან ერთად დააკავეს, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ეს უკანასკნელები გაათავისუფლეს.

რეზაიანის ადვოკატის ინფორმაციით, თეირანის პროკურატურამ რეზაიანი აშშ-ის სასარგებლოდ პოლიტიკური შინაარსის ინფორმაციის მოპოვებაში დაადანაშაულა. ჟურნალისტის კოლეგები და მეგობრები ამ ბრალდებას "აბსურდულს" უწოდებენ.