ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ ქვეყანაში ტერორისტული აქტები იგეგმება. როგორც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოციალურ ქსელებსა და Whatsapp-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით, შსს-ს სახელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთის დიდ სავაჭრო ცენტრებში ტერაქტები განხორციელდება.
"შსს ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. რესპუბლიკაში ოპერატიული ვითარება კონტროლის ქვეშაა. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ დაეყრდნონ სოციალური ქსელით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას", - ნათქვამია განცხადებაში.