ბელგიაში სპეცოპერაციის დროს 16 პირი დააკავეს

ბელგიაში სპეცოპერაციის დროს 16 პირი დააკავეს

ბრიუსელსა და მის შემოგარენში სამართალდამცავების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 16 პირი დააკავეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბელგიის პროკურორმა ერიკ ვან დერ სიპტმა განაცხადა.
13 ნოემბერს, პარიზის ტერაქტებში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდელსალამი დაკავებულთა შორის არ არის. მისი ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
ბრიუსელში და შარლერუაში 19 საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა იარაღი და ან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩენილი არ არის. 
ისლამისტების წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაციები ბრიუსელში გრძელდება. 
პოლიციამ სპეცოპერაციამდე მედია გააფრთხილა, დეტალებზე ინფორმაცია არ გაევრცელებინათ, ხოლო მოსახლეობას მიმართა სოციალურ ქსელებში არ დაეწერათ სად ატარებდა პოლიცია შემოწმებას. 
ბელგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბრიუსელში შენარჩუნებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, მე-4 დონე.