ერაყის ქალაქ მოსულში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა 12 სტუდენტი სიკვდილით დასაჯეს. როგორც "ბიბისი" თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, ახალგაზრდა ერაყელები სოციალურ ქსელში ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულზე "ისლამურმა სახელმწიფომ" გასული წლის ივნისში დაამყარა კონტროლი.