სტივენ ბლენკი:  რუსეთი ჰამასსა და ჰეზბოლას იარაღით პირდაპირ ამარაგებს

სტივენ ბლენკი: რუსეთი ჰამასსა და ჰეზბოლას იარაღით პირდაპირ ამარაგებს

სირიაში ვლადიმირ პუტინის მიერ წარმოებული ოპერაციის მთელი არსი ისაა, რომ დასავლეთი აიძულოს, მოსკოვს როგორც თანასწორ პარტნიორს ისე მოექცეს და ურთიერთობის წესები თვითონ განსაზღვროს, - ამის შესახებ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ექსპერტმა სტივენ ბლენკმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას განუცხადა.

"ამერიკის ხმა" დაინტერესდა, რამდენადაა შესაძლებელი სამხედრო თანამშრომლობა რუსეთსა და დასავლეთს შორის და მოითხოვს თუ არა რუსეთი დასავლეთისგან დათმობებზე წასვლას კოალიციაში მონაწილეობის სანაცვლოდ?

"თუ ვითარება ასე გაგრძელდა, პუტინი ამ მიზანს მიაღწევს. ცივი გონებით რომ შევაფასოთ, ებრძვის თუ არა მოსკოვი ტერორიზმს, ვნახავთ, რომ რუსეთის მთავრობამ ისლამისტებს საშუალება მისცა ჩრდილოეთ კავკასიიდან სირიასა და ერაყში ჩასულიყვნენ. ამასთან, რუსეთი ჰამასსა და ჰეზბოლას იარაღით პირდაპირ ამარაგებს", - განაცხადა სტივენ ბლენკმა.