ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს.
წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვლედლმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
წირვის შემდეგ უწმინდესი ტაძარში შეკრებილთ გიორგობის დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.
ქაშუეთის ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას ელოდებიან.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. წმინდა გიორგის ხსენების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება. დიდმოწამე გიორგი საქართველოს მფარველად ითვლება.