ამ დრომდე რუსეთი სირიაში ასადის ოპოზიციას ბომბავდა და ახლა საკითხავია, გადართავს თუ არა ყურადღებას ISIS-ზე

ამ დრომდე რუსეთი სირიაში ასადის ოპოზიციას ბომბავდა და ახლა საკითხავია, გადართავს თუ არა ყურადღებას ISIS-ზე

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ამჟამად კი ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარ სტივენ პაიფერის თქმით, რუსეთი ამ დრომდე სირიაში, ძირითადად, ასადის ოპოზიციას ბომბავდა და ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, გადართავს თუ არა მოსკოვი ყურადღებას ისლამურ სახელმწიფოზე.

"თუ კრემლმა ეს ცვლილება არ განახორციელა, დასავლეთსა და რუსეთს შორის სირიაში თანამშრომლობისთვის რეალური საფუძველი არ არსებობს. ჩემი აზრით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის სირიაში სავარაუდო თანამშრომლობის საფუძველზე დასავლეთი უკრაინის ან რაიმე სხვა თემის გაშემო დათმობაზე წავიდეს. შეიძლება, ჩვენს შორის შედგეს გარკვეული სამხედრო თანამშრომლობა, მაგრამ მე ვერ ვხედავ იმის საშიშროებას, რომ დასავლეთი რუსეთთან დათმობაზე წავიდეს", - განაცხადა პაიფერმა "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან საუბარში.