ნიუ ორლეანში მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს

ნიუ ორლეანში მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს

ნიუ ორლეანში ორმა შეიარაღებულმა პირმა პარკში შეკრებილ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. როგორც უცხოური მედია იუწყება, ინციდენტი Bunny Friend-ის პარკში მოხდა , სადაც ვიდეოკლიპის გადაღება მიმდინარეობდა. გადასაღებ მოედანთან დაახლოებით 500-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.
თვითმხილველების განცხადებით, მოულოდენლად ორი შეიარაღებული პირი გამოჩნდა და შეკრებილ ხალხს ცეცხლი გაუხსნა. 
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დაშავებული პირები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.