რუსეთში მომხდარი შეტაკებების შედეგად 10 ბოევიკი დაიღუპა

რუსეთში მომხდარი შეტაკებების შედეგად 10 ბოევიკი დაიღუპა

ყაბარდო–ბალყარეთში, ფედერალური ძალების წარმომადგენლებსა და ბოევიკებს შორის მასშტაბური შეტაკება გაიმართა. ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, დაღუპულია 10 ბოევიკი. 

ცოტა ხნით ადრე, რუსეთის ფედერაციის ყაბარდო-ბალკარეთის სამმართველოს მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია, ჩერკასკისა და ნალჩიკის რაიონებში შემოღებული კონტრტერორისტული რეჟიმის შესახებ.