დღეს გიორგობაა

დღეს გიორგობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II წირვას 10:00 საათიდან, ქაშუეთის ტაძარში აღავლენს.
ქრისტიანული სწავლების მიხედვით, წმინდა გიორგი მხედართმთავარი იყო, რომელიც რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. 303 წელს, 30 წლის ასაკში, მას დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.
ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას დღესასწაულობს ორჯერ: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.