ჰაკერებმა დაჯგუფება "Anonymous"-დან ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" გეგმები გამოაქვეყნეს, რომლებიც მომდევნო ტერაქტებს უკავშირდება. ინფორმაციას გამოცემა "International Business Times" აქვეყნებს.
გავრცელებული მონაცემებით, მომდევნო თავდასხმები "ბოევიკებმა" შესაძლოა განახორციელონ პარიზში, მილანში, ატლანტაში, ინდონეზიასა და ლიბანში. არ გამორიცხავენ, რომ ტერაქტები დღესვე განხორციელდეს.
ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროში განაცხადეს, რომ ატლანტაში მოსალოდნელ ტერაქტებზე ინფორმაცია არ გააჩნიათ. თუმცა, გაფრთხილებას სერიოზულად უდგებიან.
ჰაკერებმა, რომლებმაც ინფორმაცია გაავრცელეს, წყარო არ დაუსახელებიათ.
აღსანიშნავია, რომ ჰაკერულმა დაჯგუფება "Anonymous"-მა, რომელმაც "ისლამურ სახელმწიფოს" კიბერომი გამოუცხადა, ტერორისტების 5 ათასზე მეტი ექაუნთი გატეხა.