ბარაქ ობამა რუსეთს მოუწოდებს,

ბარაქ ობამა რუსეთს მოუწოდებს, "ისლამურ სახელმწიფოს" ებრძოლოს და არა სირიის ოპოზიციას

აშშ-ს პრეზიდენტი რუსეთს სირიის ოპოზიციასთან ბრძოლის ნაცვლად, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლისკენ მოუწოდებს. 
"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილება და დაკავდეს ჯიჰადისტებთან ომით და არა სირიის ოპოზიციის ძალებთან, რომლებიც ცდილობენ პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადაგდებას. 
"რუსეთის თავდაპირველი სამხედრო ოპერაციები არ უწყობდნენ ხელს ძალისხმევას "ისლამური სახელმწიფოს" შესაჩერებლად და გარკვეულწილად ის გააძლიერეს კიდეც", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ მათ უნდა დაარტყას, ვინც რუსეთის მოქალაქეებს კლავდა.
ობამას განცხადებით, რუსეთს ოფიციალურად არ დაუდასტურებია თავისი მხარდაჭერა იმ გეგმისადმი, რომელიც ბაშარ ასადის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ითვალისწინებს, მაგრამ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ გარდამავალ პროცესზე დათანხმდა.